გადახედვა

ვეტერანები

უკვე მრავალი წელია პერმანენტულად მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია, რომელიც  ცენტრის სამედიცინო გუნდის მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივი ვეტერანების და მათი ოჯახის წევრებისთვის ძირითადი კარდიოლოგიური სერვისების უფასოდ მიწოდებას გულისხმობს. სამედიცინო გუნდის წევრები არიან: კარდიოლოგები, ექოსკოპისტები, ექთნები და დამხმარე პერსონალი. თანამედროვე კომპაქტური აპარატურისა და პროფესიონალ ექიმთა გუნდის წყალობით მოსახლეობა ადგილზე მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით და მომსახურებით სარგებლობს. ძირითადი სერვისებია: ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია და კარდიოლოგის კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები. ხშირად სამედიცინო გუდნთან ერთად იმყოფება კარდიოქირურგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი ან ენდოკრინოლოგი. 

თბილისში მცხოვრები ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციები ტარდება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

აქციები ტარდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ელ-ფოსტა

cardio@georgia.ge

მობილური

(+995) 591 90 25 25

მისმართი

თბილისი, ბარნოვის ქ. 42