გადახედვა

CA SCORE - ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკის შეფასება

ორშაბათს 14 ნოემბერი 2022

CA SCORE გულის მკვებავი სისხლძარღვების კედლებში კალციუმის დაგროვების რაოდენობრივი ანალიზია კომპიუტერული ტომოგრაფიით - რომელიც საშუალებას მოგცემთ ყოველგვარი ინვაზიური ჩარევის გარეშე, 5 წთ-ში მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი გულის მკვებავი არტერიების შესახებ, განსაზღვროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტის) განვითარების რისკი.
 

  • ხართ 35-40 წელს გადაცილებული, გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ორი ან მეტი რისკ ფაქტორი:
    მაღალი არტერიული წნევა,ჭარბი წონა
  • გულის დაავადების ოჯახური ანამნეზი
  • ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებლები
  • შაქრიანი დიაბეტი,
  • ხართ თამბაქოს მომხმარებელი
  • ცხოვრობთ ადინამიური, სტრესული ცხოვრებით

მაშინ ჩაიტარეთ ეს კვლევა. ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი გულის მკვებავი არტერიების ანატომიის, დაზიანების ხარისხისა და მათში კაცლიუმის ფოლაქების რაოდენობის შესახებ. 

კვლევა ტარდება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ჩვენს ცენტრში მაღალშრიანი (364) კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით, დაბალი დასხივების ფონზე, არაინვაზიურად. 

კალციუმის ინდექსის განსაზღვრა ეხმარება ექიმს გამორიცხოს გულს-სისხლძარღვების დაავადება, ასევე საშუალებას იძლევა პაციენტისთვის საჭიროებისამებრ, ინდივიდუალურად განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა.

ელ-ფოსტა

cardio@georgia.ge

მობილური

(+995) 591 90 25 25

მისმართი

თბილისი, ბარნოვის ქ. 42